6, 7, 8 ივლისს ოზურგეთში საქართველოს სახალხო არტისტის, ლოტბარის და ქორეოგრაფის, გიორგი სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო ფოლკლორული კონკურს-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც მინაწილეობას მიიღებენ უცხოური და ადგილობრივი ანსამბლები.
ფესტივალის პროგრამა:
6 ივლისი
17:00 – ფესტივალის გახსნა; ქორეოგრაფიული კონკურსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში;
7 ივლისი
16:00 – კონკურსი ვოკალში
17:00 – მასტერკლასი ქორეოგრაფიაში და მინი – კონცერტი სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახელობის სახლ-მუზეუმში;
8 ივლისი
18:00 – გაიმართება ფესტივალის მონაწილეთა აღლუმი ქალაქის მთავარ ქუჩებში
19:00 – გიორგი სალუქვაძის გორელიეფის გვირგვინით შემკობა, ქ.ოზურგეთი
20:00 – გაიმართება ხალხური რეწვის გამოფენა, გალა – კონცერტი და დაჯილდოება ჭადრების ბაღში
გიორგი სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.