გიორგი სალუქვაძის სახელობის ფოლკლორის მე-11 საერთაშორისო კონკურს – ფესტივალი მონაწილეთა საზეიმო კონცერტით დასრულდა.
სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახელობის სახლ-მუზეუმში საქართველოს, ესტონეთისა და უკრაინის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
კონკურსის მონაწილეები დიპლომებით და სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ფესტივალის ფარგლებში, გიორგი სალუქვაძის გორელიეფი გვირგვინით შეამკეს.
გიორგი სალუქვაძე იყო ლოტბარი, მომღერალი, ქორეოგრაფი, ინჟინერი, საქართველოს სახალხო არტისტი და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
აღსანიშნავია, რომ გიორგი სალუქვაძემ აღადგინა ქართული ხალხური ცეკვები: ,,ფარცაკუკუ,” ,,კალმახობა,” ,,ფუნდრუკი,” ,,მძიმური,” “ფერხული ,,დიდება,”,,ვარძიობა-ძიებასა,” ,,ხერტლისნადი” და ,,შიპრობა,” ასევე შექმნა საბავშო ცეკვები: ,,ცხენობანა” და ,,წყაროსთან.”
ოზურგეთმა ოთხი დღის განმავლობაში, ესტონეთის, უკრაინისა და ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებს უმასპინძლა.
კონცერტის შემდეგ სტუმრები სოფელ მაკვანეთში, მასპინძელი ოჯახის ეთნოგრაფიულ გარემოს, ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობის, ფოლკლორისა და ქართული სუფრის წარმართვის ხელოვნებას გაეცნენ, ასევე, გაიმართა ქვევრის ღვინის დაგემოვნება და მისი დაყენების ტექნოლოგიის გაცნობა.
გიორგი სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო ფოლკლორული კონკურს-ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ა.(ა).ი.პ „არტ-გურია,“ რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით წელს უკვე მეთერთმეტედ ჩატარდა.
#ოზურგეთი2021 #გურია #გიორგისალუქვაძისფოლკლორულიფესტივალი