გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ოზურგეთში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად 10 მლნ. ლარამდე ღირებულების პროექტს ახორციელებს.
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ მოადგილეებთან, სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
„განვაგრძობთ სამშენებლო სამუშაოებს სოფლების – ცხემლისხიდის, დვაბზუსა და მშვიდობაურის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის. პროექტის დასრულების შედეგად, ჩვენს თანამოქალაქეებს, 1 400-ზე მეტ ოჯახს, სტაბილური წყალმომარაგება ექნება. პროექტი მოიცავს წყლის სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების ახალი ქსელების მოწყობას. მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთავრობას ოზურგეთის მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.