ოზურგეთში მცხოვრებ დევნილებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, ნათია კოპალიანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
ნათია კოპალიანმა, დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სოციალური მხარდაჭერის პროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ისაუბრეს აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმდინარე პროგრამების საჭიროების მქონე დევნილთათვის ხელმისაწვდომობაზე და სხვა დევნილთათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. გაეცნო ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებს და ხაზი გაუსვა მუნიციპალიტეტებთან თანაშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრის ბოლოს დევნილებს საჩუქრებიც გადაეცათ. საინფორმაციო შეხვედრები სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების განყოფილების უფროსი მაიზერ ცელაძე და ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი, გურიის რეგიონის კურატორი ლაშა გადილია.