„ოქროსფერი შემოდგომა“ – ამ სახელწოდებით ოზურგეთის #2 საბავშვო ბაღში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა, სადაც „ანაბანას“ მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებმა, სტუმრებისთვის სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო საშემოდგომო ნობათი.
ღონისძიებას ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, ლალი სიჭინავასთან ერთად დაესწრო.
საშემოდგომო აქტივობა პედაგოგებისა და მშობლების ჩართულობით მომზადდა და მასში 28 ბაღის აღსაზრდელი მონაწილეობდა.