საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების სასმელი წყლის სისტემის მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი მოიცავს: ზემო და ქვემო ნატანებში სასმელ-საყოფაცხოვრებო და სამეურნეო წყალმომარაგების მიზნით ჭაბურღილების მოწყობას, წყალშემკრები ავზის, ტუმბოაგრეგატის, დამწნეხი მაგისტრალური მილსადენის, დაქლორვის სიტემის, რეზერვუარების და შიდა ქსელის მონტაჟს.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.
სასმელის წყლით უზრუნველყოფილი იქნება 730 ოჯახი.
ტენდერი გამოცხადდა 2020 წლის 22 ოქტომბერს. დასრულების ვადაა მიმდინარე წლის 17 ნოემბერი.
#გურია #ოზურგეთი #ნატანები #წყალმომარაგება2020