დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილის ზაზა დამენიას დაბადების დღეა.
მის საფლავზე ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან მაიზერ ცელაძესთან ერთად ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკო.
ზაზა დამენია 1992 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში, 1993 წელს იბრძოდა აფხაზეთში, 2004 წლის აგვისტოში, ცხინვალის რეგიონში, კონფლიქტის ზონაში, ქართული სოფლების დასაცავად გაიგზავნა.
შეიარაღებული დაპირისპირების დროს ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა, რომელთა შორის იყო ზაზა დამენია, რომელმაც საკუთარი სხეულით ხელყუმბარას გადაეფარა და სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისაგან გადაარჩინა.
2004 წლის 26 აგვისტოს „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ზაზა დამენიას ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა. ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი.