საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისათვის ღია მონაცემების განკარგვისა და გამოქვეყნების პრაქტიკის გაუმჯობესებაზე ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროექტის: – „ღია მონაცემების პრაქტიკის განვითარება 6 მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, შეიქმნა ღია მონაცემების შენახვისა და განკარგვის სპეციალური სახელმძღვანელო, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები გაეცნენ. აღნიშნული სახელმძღვანელო ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დაეხმარება გააუმჯობესოს მონაცემების შენახვა, დამუშავება და პროაქტიულად გამოქვეყნება; რაც დაამკვიდრებს მონაცემთა მართვისა და გასაჯაროების საუკეთესო პრაქტიკას.
გამარტივდება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გაიზრდება ღიაობისა და გამჭვირვალობის ხარისხი. პროექტი USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
#გურია #ოზურგეთი2020 #IDFI #GGi #USAID