ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ღია მონაცემების (open data) მართვის პრაქტიკის დანერგვას იწყებს. ამ მიმართულებით თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) შედგა. გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელშიც IDFI -ის ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა ოზურგეთის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს. აღინიშნა, რომ IDFI ღია მონაცემების მართვის კუთხით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების ანალიზს ატარებს. გამოკვეთილი საჭიროებებიდან გამომდინარე IDFI ამზადებს ტრენინგ მოდულს და ჩაატარებს შესაბამის თანამშრომელთა ტრენინგს/ქოუჩინგს. ტრენინგის პროცესში ერთობლივად აღმოჩენილი და დამუშავებული ღია მონაცემების ატვირთვა მოხდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდსა და ღია მონაცემების პორტალზე www.data.gov.ge. ამავდროულად IDFI შეიმუშავებს ღია მონაცემების მართვის სახელმძღვანელოს რომელიც მიეწოდება საკრებულოსა და მერიის შესაბამის თანამშრომლებს.