კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება. ამჯერად, საქველმოქმედო აქცია ქ. ოზურგეთში, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ბანგლადეშში საქართველოს საპატიო საკონსულოს მხარდაჭერით გაიმართა. პირველადი მოხმარების პროდუქტები მრავალშვილიან ოჯახებს, ხანდაზმულებსა და შემოსავლების გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა პალატის წარმომადგენლებმა, ოზურგეთის საკრებულოს წევრებთან ერთად სახლებში მიუტანეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინდოეთში,ბატონ არჩილ ძულიაშვილს და საქართველოს საპატიო კონსულს ბანგლადეშში,ბატონ რიად მაჰმუდს მადლობას უხდის გაწეული მხარდაჭერისათვის და გამოჩენილი გულისხმიერებისთვის.