საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა

ოზურგეთის საკრებულოსთან არსებულმა საზოგადოებრივმა დარბაზმა მუნიციპალიტეტის 2020-2023 წლების საშუალო ვადიანი განვითარების დოკუმენტი განიხილა. სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, რომელმაც საზოგადოებრივი დარბაზის წევრებს განსახილველი საკითხის შესახებ მოკლე ინფორმაცია მიაწოდა. დეტალურად დოკუმენტის შესახებ, პროექტის ინიციატორმა მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა. მისივე განმარტებით “გეგმა მომზადდა რამდენიმე არსამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით და მის ძირითად მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტიმულირება.” სხდომა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. სხდომის წევრებმა აღნიშნეს, რომ უმჯობესია დაკონკრეტდეს, რომ გეგმა ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას ეხება და ეს აისახოს დოკუმენტის სათაურშიც. საბოლოოდ, საზოგადოებრივი დარბაზის წევრები შეთანხმდნენ, რომ საკრებულოში წარმოადგენენ წერილობით რეკომენდაციებსა და წინადადებებს, რომლებიც განიხილება და შესაძლებლობის შემთხვევაში აისახება გეგმაში. პროექტის დამტკიცებაზე კი საკრებულო იმსჯელებს.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი