ტრენინგი მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეთა ცნობიერების ამაღლებას მონაცემების შეგროვების, წარმოებისა და გამოქვეყნების საკითხებზე, რაც დაეხმარებათ მუნიციპალურ ორგანოებს გააუმჯობესონ ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის პრაქტიკა.
ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული და თეორიული ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
– ღია მონაცემების მნიშვნელობა, განმარტება და პრინციპები
– ღია მონაცემების განკარგვის სტანდარტები და პროცედურები
– ღია მონაცემების წარმოება და გამოქვეყნება
– ღია მონაცემების ფორმატები, მეტამონაცემები
– ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო ჩარჩო და ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი
– მუნიციპალიტეტის მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზები და მათი ხელმისაწვდომობა
ტრენინგის დროს ასევე გაიმართა დისკუსია, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მუნიციპალიტეტის მიერ მონაცემების განკარგვის პრაქტიკის გაუმჯობესებისა და მეტი მუნიციპალური მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
ტრენინგს წინ უსწრებდა მუნიციპალიტეტში მონაცემების ხელმისაწვდომობის პრაქტიკისა და საკანონმდებლო ბაზის შესახებ სიღრმისეული ანალიზის მომზადება, რის შედეგადაც გამოიკვეთა მუნიციპალიტეტის საჭიროებები და მომზადდა პრაქტიკული რეკომენდაციები.
ტრენინგი ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის, ,,დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში” (USAID GGI), ფინანსური მხარდაჭერით.
ტრენინგს უძღვებოდნენ IDFI-ის მედია, ინტერნეტ და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი და პროექტის ასისტენტი, გვანცა ნიკურაძე.
მსგავსი სტატიები