განსახილველი საკითხები შემოსული კორესპოდენცია იყო, მათ შორის შემოქმედის ადმინისტრაციული ერთეულიდან წარჩინებული სტუდენტის დაფინანსებას ეხებოდა. კომისიამ მზადყოფნა გამოთქვა მხარდაჭერისთვის და რეაგირების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა.
სხდომაზე განიხილეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული პროექტიც, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში სხვადასხვა პროგრამების გათვალისწინებას ეხება. აღინიშნა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად უფრო დეტალურად მოხდება წარმოდგენილი პროგრამების განხილვა და შეძლებისდაგვარად გათვალისწინება.