ამჯერად, მომავალი წლის საფინანსო დოკუმენტის თაობაზე საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და აგრარულ საკითხთა კომისიების სხდომაზე იმსჯელეს.
შემუშავდა დასკვნა, რომელშიც ყველა იმ რეკომენდაციამ და შენიშვნამ მოიყარა თავი, რომლებიც კომისიის წევრების მიერ სხდომაზე გამოითქვა.
აღინიშნა რომ 2021 -2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიას სრულად არ ასახავს. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები მოითხოვს პროექტების მოსალოდნელი შუალედური და საბოლოო შედეგების, მათი შეფასების დამატებას. ასევე დასაზუსტებელია საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით შესასრულებელ პროექტებში განხორციელების ლოკაციები. დასკვნაში პროექტის ქვეპროგრამების მიხედვით ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და შენიშვნა გაიწერა. ცალსახად აღინიშნა, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი შეიცავს ხარვეზებს, შესაბამისად აღმასრულებელ ორგანოს საკრებულო თავის რეკომენდაციებს ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით დასკვნების სახით წარუდგენს.
ბიუჯეტის პროექტს საკრებულო, გარდა კომისიებისა და ფრაქციებსა , საზოგადოებრივი დარბაზის წევრებთან ერთადაც განიხილავს.