ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომა 27 ნოემბერს 12 საათზე ფოლკლორის ცენტრში გაიმართება. საკრებულოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხს განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ
დღესვე, ბიურომ იმსჯელა საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის სარეკომენდაციო წერილზე, რომელიც საკრებულოს წევრებისა და მერის მიერ წარდგენილი ანგარიშის უკვე დამტკიცებულ წესსა და ფორმაში ცვლილებებს ეხება. წარმოდგენილ პროექტს მუდმივმოქედი კომისიები განიხილავენ და დასკვნებს წარმოადგნენ.