ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს წევრების მერ დაგეგმილი გაწეული საქმიანობის ანგარიშების წარდგენა, ამ ეტაპისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით გადაიდო.
საკრებულო და საკრებულოს აპარატი ითვალისწინებს რეკომენდაციებს და მუშაობას აგრძელებს დისტანციურ რეჟიმში.
მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილი ანგარიშების წარდგენა განახლდება, როგორც კი შესაძლებელი იქნება, მოქალაქეები წინასწარ ინფორმირებულები იქნებიან გრაფიკის თაობაზე.
საკრებულომ მერიას უკვე დაუბრუნა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი, შენიშვნებითა და რეკომენდაციებით. ბიუჯეტის ფორმირების პროცესი აქტიურად გრძელდება, კომისიებისა და ფრაქციების ფორმატში. სხდომების უმრავლესობა იმართება ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით.
თითოეულ მოქალაქეს მოგიწოდებთ დაიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი, გაითვალისწინოთ რეკომენდაციები. გისურვებთ ჯანმრთელობას!
მსგავსი სტატიები