ციხისფერდში, მდინარე სკურდუმის სანაპიროს გასწორხაზოვნება დაიწყო

სოფელ ციხისფერდში, მდინარე სკურდუმის დაზიანებული სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა.

იდგა ადგილობრივი მოსახლეობის გარესამყაროსგან მოწყვეტის საშიშროება.

ადგილზე ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან – თემურ გიორგაძესთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც მერმა აღნიშნა, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შემდეგაც მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა მდინარე სკურდუმის სანაპიროს გასწორხაზოვნების სამუშაოები, უახლოეს დღეებში დაიწყება გზის გასწვრივ კედლის დამცავი კონსტრუქციის მოწყობა.

#გურია #ოზურგეთი2021 #ციხისფერდი

მსგავსი სტატიები