OGP Local – ის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა, ონლაინ ფორმატით გაიმართა, დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით.
არსებულ სიტუაციასთან მორგებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვის მიზნით, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს აპარატის უფროს ნანა თავდუმაძესთან და აპარატის საჯარო მოხელეებთან ერთად, ჩაერთო სამუშაო პროცესში.
შეხევრდრაზე განიხილეს OGP Local – ოზურგეთის სამუშაო ჯგუფის მოდიფიკაცია, ფორუმის ჩამოყალიბება და სახელმძღვანელო წესების დადგენა. აგრეთვე, დაიგეგმა სამოქმედო გგემის ვალდებულებების შემუშავება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად კორუფციული რისკების შეფასების სისტემის დანერგვა მიიჩიეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ მერიის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების: პროგრესის სახლი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგნელები. მონაწილეები შეთანხმდენენ სამომავლო შეხვედრაზე, სადაც უკვე კონკრეტულად განიხილავენ სამოქმედო გეგამასა და შემდგომ აქტივობებს.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი OGP-ის ლოკალური პროგრამის წევრად ახალი კონკურსის საფუძველზე შეირჩა, რომელიც 2020 წლის 26 მაისს გამოცხადდა და ორი ეტაპისგან შედგებოდა.
მიღებული 112 განაცხადიდან, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, შესარჩევმა კომისიამ 56 წევრი აირჩია, რომლებიც 32 ქვეყნის 64 ადგილობრივ თვითმმართველობას აერთიანებენ.