USAID GGI -ის ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ონლაინ შეხვედრა გაიმართა კორუფციის რისკების შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ.
საინფორმაცი
ო შეხვედრაში ჩაერთო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს აპარატის უფროს ნანა თავდუმაძესთან ერთად. შეხვედრის მონაწილეებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორუფციული რისკების შეფასების სისტემის შემუშავებაზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. ოზურგეთი იმ 9 მუნიციპალიტეტს შორისაა, რომელშიც ეს სისტემა დაინერგება. კორუფციული რისკების შეფასების სისტემის დანერგვა აისახა OGP-Local-ის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვალდებულებებშიც. პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგნელებმა დადებითად შეაფასეს ოზურგეთის საქმიანობა, და მიზნები, როგორც OGP- ღია პარტნიორობის პროგრამის , აგრეთვე ზოგადად ღიაობის, საჯაროობის რეფორმის ფარგლებში.
საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ სისტემის დანერგვის კონკრეტული სამუშაოები დაიწყება.
მსგავსი სტატიები