OGP Local -ის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის ფორუმის წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.
შეხვედრა, სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის შემუშავებას დაეთმო. „ღია მმართველობა პარტნიორობის“ ადგილობრივი პროგრამის ფარგლებში, სამოქმედო გეგმა კონკრეტული ვალდებულებებთან ერთად სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის შემუშავებას მოიცავს. ვალდებულებები, რომელიც ღია მმართველობა პროგრამის ფარგლებში გაიწერა პროგრამული ბიუჯეტის შემუშავებას, სერვისების შეფასებისა და კორუფციული რისკების შეფასების სისტემის დანერგვას გულისხმობს.
სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი
ადგილობრივი ღია მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. დოკუმენტზე მუშაობა საკრებულოს, მერიის წარმომადგნელებისა და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, კოორდინაციით მიმდინარეობს. შეხვედრაზე განიხილეს დოკუმენტის სამუშაო ვერსია, იმსჯელეს სამუშაო ჯგუფის მოდიფიკაციასა და სახელმძღვანელოს წესების დადგენაზე.
OGP Local -ის ოზურგეთის ფორუმი, საკრებულოსა და მერიასთან ერთად აერთიანებს პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს: საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, პროგრესის სახლი.
მსგავსი სტატიები