OGP-Local ოზურგეთის ფორუმის წევრებმა, ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა.
„ღია მმართველობა პარტნიორობის“ ადგილობრივი პროგრამის ფარგლებში, კონკრეტულ ვალდებულებებსა და სამოქმედო გეგმასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა უნდა წარადგინოს ადგილობრივი ღია მმართველობის სტრატეგიული ხედვა, რომლითაც იხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტი სამოქმედო გეგმის მთელი პერიოდის განმავლობაში.
დოკუმენტი უნდა მოიცავდეს მუნიციპალიტეტის ხედვას გრძელვადიან, ასევე, საშუალო ვადიანი შედეგებთან დაკავშირებით. ამავდროულად, დოკუმენტმა უნდა აღწეროს არასამთავრობო სექტორთან და სხვა დაინტერესებული მხარეებთან თანამშრომლობის მექანიზმი სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და იმპლემენტაციის პერიოდში.
ფორუმის წევრებმა სწორედ აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებისთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და სტარტეგიული ხედვის შემუშავების მიზნით, შეხვედრა დაგეგმეს.
OGP-Local ოზურგეთის ფორუმის წევრები საკრებულოს, მერიის და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.
OGP-Local -ოზურგეთის ფორუმის შეხვედრა 29 მარტს, 12 საათზე გაიმართება.
მსგავსი სტატიები