ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს გენერალ მაიორს კობა კობალაძეს და ადგილობრივ ვეტერანებს შეხვდა.
შეხვედრაზე იმ პროექტებსა და სამომავლოდ განსახორციელებლ პროგრამებზე იმსჯელეს, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფას ემსახურება.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ აღნიშნა მუნიციპალიტეტი მზადაა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომლებიც ბენეფიციართა წინაშე დგას.
შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი ნანა თავდუმაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი ვლადიმერ იმნაძე და ამავე სამსახურის გურიის სამმართველოს უფროსი გელა ბაქანიძე დაესწრნენ.