ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ე.წ. დვაბზუს ნასაკირალში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
თანამედროვე სტანდარტების შენობა გათვლილია 3 სააღმზრდელო ჯგუფზე და 100 აღსაზრდელზე.
აღჭურვილია ევროპული სტანდარტების ტექნიკითა და სამზარეულოს ინვენტარით.
საბავშვო ბაღის გახსნას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, გუბერნატორის მოადგილე, ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილეები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი – მარინა ჯაფარიძე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსი თემურ მოქია, ა.(ა).ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორი მაკა ჭყონია და ცენტრის თანამშრომლები დაესწრნენ.
ამჟამად, საბავშვო ბაღში 35 აღსაზრდელი ირიცხება.
#გურია #ოზურგეთისმერია2020 #ნასაკირალისსაბავშვობაღი