ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ე. წ. დვაბზუს ნასაკირალში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. საბავშვო ბაღი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ და მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ბაღის აღსაზრდელებთან ერთად გახსნეს. საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, სამ ასაკობრივ ჯგუფსა და 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღის შენობა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია. ამჟამად, გაიხსნა ერთი შერეული ჯგუფი, რომელშიც 35 აღსაზრდელი ირიცხება. მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და ის სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.