ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ე. წ. დვბაზუს ნასაკირალში ახალი საბავშვო ბაღის გახსნა აღსაზრდელებს მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს საკრებულოს წევრებმა, საქართველოს პარლამენტში ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან ერთად. დვაბზუს ნასაკირალში სამ ასაკობრივ ჯგუფსა და ას აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ამჟამად ბაღში 35 აღსაზრდელი ირიცხება. ბაღის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და ის სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.