ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, “ქალთა ოთახთან“ არსებული „გამარჯვებული ქალთა კლუბის“ წევრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ აერთიანებს იმ ქალბატონებს, რომელთაც დაამარცხეს სიმსივნე. კლუბი ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით სხვადასხვა საინტერესო პროექტებს ახორციელებს, ეს არის მიზნობრივი სამედიცინო კვლევების დაფინანსება, სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ორგანიზება, ფსიქოლოგიური მომსახურების სერვისი და ა.შ.
ღონისძიებას ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამჯდომარე დავით დარჩია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი – მარინა ჯაფარიძე დაესწრნენ.
„მინდა ყველა ქალბატონს მივულოცო ქალთა დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ბედნიერება. მუნიციპალიტეტი ყოველთვის დააფინანსებს იმ სასიკეთო წამოწყებებს, რომლებიც ქალებს და მათ ჯანმრთელობას ეხება,“ – აღნიშნა კონსტანტინე შარაშენიძემ.
ღონისძიება მხატვრულად ოზურგეთში მოქმედმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და სახელმწიფო, დრამატული თეატრის მსახიობებმა გააფორმეს.
მსგავსი სტატიები