2020 წელს საკრებულოს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა, ბიუროს სხდომაზე შეაჯამა, საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ.
„COVID -19-ი სერიოზული გამოწვევა და ამასთან ახალი შესაძლებლობა აღმოჩნდა საკრებულოსა და აპარატისთვის. ახალი ფორმატის სამუშაო გეგმის საფუძველი გახდა ინოვაციური, ციფრული, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მომსახურების გაუმჯობესება, რაც თავისთავად უზრუნველყოფს აქტიურ ჩართვას ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ მხრივ აღსანიშნავია აპარატის სტრუქტურული ერთეულის, მისი დანაყოფების და საჯარო მოხელეების განსაკუთრებული მუშაობა.“ – აღნიშნა ნანა თავდუმაძემ.
მანვე ბიუროს დეტალურად გააცნო აპარატის მიერ გაწეული საქმიანობა, რომელიც არამარტო საკრებულოს, ბიუროს, კომისიების გამართულ მუშაობაში აპარატის მიერ ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურების გაწევას მოიცავს, არამედ იმ ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ელექტრონული ინსტრუმენტებს, რომლებიც აპარატმა საქმიანობაში წარმატებით დანერგა.
საკრებულოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა დროული ინფორმირება და საჯაროობა ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებია.
„ყურადღებას გავამახვილებ ვებ-გვერდზე, რომელიც მომხმარებელთან ელექტრონული პლატფორმების დაკავშირების ხერხების ძიების დროს შეიქმნა. მასზე ინტეგრირებული სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმები, ასევე, განთავსებულია ყველა საჯარო ინფორმაცია. სწორედ, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ადგილობრივ დონეზე წარმოადგენს გამჭვირვალე მმართველობის მთავარ მაჩვენებელს, რაც ოზურგეთის მაგალითზე უზრუნველყოფილია.“- განაცხადა აპარატის უფროსმა.
ანგარიშში აისახა ყველა ის ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე განხორციელებული პროექტი, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, აპარატის უშუალო ჩართულობით განახორციელა და კარგი გასათვალისწინებელი პრაქტიკა შექმნა, საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში.
დასასრულს, ნანა თავდუმაძემ ბიუროს წევრების შეკითხვებს უპასუხა. საკრებულოს აპარატის საქმიანობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა.