დასრულდა რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტი – სოფელ ქვედა ბახვში შიდა სასოფლო გზის „ჩაის გზა“ – რეაბილიტაცია.
გზის სიგრძე 955 მეტრს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე არხები და მოსახლეობის ჭიშკრებთან მისასვლელები.
დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.
სამუშაოები კომპანია “პალადამ” განახორციელა.
პროექტის ჯამური ღირებულება 220 000 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე ფუნქციონირებს დავით თენიეშვილის ჩაის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა, მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებს, რის გამოც, აქ ხშირად სტუმრობენ უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორები.
საწარმოს ტერიტორიაზე შესაძლებელია სახლში წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქტის ადგილზე დაგემოვნება.
მსგავსი სტატიები