ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჭალის უბნის 1 745 მეტრიანი გზის მოასფალტება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე არხები და მოსახლეობის ჭიშკრებთან მისასვლელები.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულება 678 606 ლარს შეადგენს.
სამუშაო პროცესს, ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და შემსრულებელი კომპანიის შპს „გზამშენი 18-ის“ ხელმძღვანელი, თემურ ჯახუა გაეცნენ.
მსგავსი სტატიები