შემოქმედის ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია სრულდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფელ შემოქმედში, ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

გზის სიგრძე 616 მეტრს შეადგენს.

პროექტი მასშტაბურია და მოიცავს: ტროტუარების, საპარკინგე ადგილის, გადასახედის, საფეხმავლო ბილიკების, სანიაღვრე არხების, დამცავი გაბიონის, 600 მ. სიგრძის ქვის კედლისა და საავტომობილო ხიდის მოწყობას.

სამუშაო პროცესს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, შემსრულებელი კომპანიის შპს „გზამშენი 18-ის“ ხელმძღვანელი, თემურ ჯახუა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ფროსი – თემურ გიორგაძე გაეცნენ. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ოზურგეთის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოების ჯამური ღირებულება 660 000 ლარს შეადგენს.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ისტორიულ სოფელ შემოქმედში ხორციელდება. პროექტი მომზადდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. ეს გახდება არამხოლოდ ოზურგეთის, არამედ რეგიონის სავიზიტო ბარათი. მალე აღიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა ახალი განათების სისტემა, დამონტაჟდება ლამპიონები და განთავსდება ტურისტული ბანერები,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

#ოზურგეთი #შემოქმედი2020 #მონასტრისგზისმშენებლობა

 

მსგავსი სტატიები