ოზურგეთში, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნა

სოფელ წითელმთაში, ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლში“, „სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე“ აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში, ლიკა მეგრელაძემ პრეზენტაცია წარადგინა სოფლებში, ბიო და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების სამართავად, რათა სუფთა და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას.

ქალებთან გამართულ შეხვედრაზე, ასევე პროფესიული განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის გზაზე ქალების პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრას ოზურგეთის მერიის თანამშრომლები და სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ქალბატონები ესწრებოდნენ.

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე პირველად გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წლიდან აღინიშნება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია „სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეს“ ყოველ წელს აღნიშნავს.

0

გაავრცელეთ საჭირო და საინტერესო ინფორმაცია

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი