17 ოქტომბერი ექვთიმე თაყაიშვილის ხსენების დღეა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ექვთიმე ღვთისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში, ღონისძიების ფარგლებში, მხატვრულ-ლიტერატურული საღამო მოეწყო. მუზეუმის დირექტორმა, რუსლან ურუშაძემ 10 წლიანი ანგარიში წარადგინა და ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლზე ისაუბრა. ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ტრადიციულად, წმინდანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის მშენებარე ტაძარში, პირველად წირვა-ლოცვა ჩატარდა.
ღონისძიებას ოზურგეთის მერიის წარმომადგენლები, მუზეუმის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
“ექვთიმეობა 2020” ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ორგანიზებით და მუზეუმის თანამშრომლების თანამონაწილეობით ჩატარდა.