დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ,,ექვთიმეობა“ აღინიშნა.
ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში აღევლინა წმინდანის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი. აგრეთვე გაიმართა, მხატვრულ-ლიტერატურული საღამო და კონფერენცია, რომელიც ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა.
ღონისძიება რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის – „ექვთიმეს“ ჩვენებით დასრულდა.