ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და მერი ავთნადილ თალაკვაძე, საკრებულოს განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ხომერიკთან და მერის პირველ მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ჰელმს ეწვივნენ.
სამუშაო შეხვედრები გაიმართა ქალაქ ჰელმის მუნიციპალიტეტის მერთან იაკუბ ბანაშეკთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან. ხელი მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც განათლების,კულტურის, სპორტის, ტურიზმის, გარემოს დაცვის, საბინაო ფონდის განვითარებისა და სოციალური დაცვის საკითხებს მოიცავს.
მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.