ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში გრძელდება.
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და მერი ავთანდილ თალაკვაძე დელეგაციის წევრებთან ერთად პოლონეთის ქალაქ ტარნოვსკი გორაში ქალაქის მერს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ, სადაც კულტურის, ეკონომიკის, ახალგაზრდული პოლიტიკის და ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შემუშავდება თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება, რომელიც ოზურგეთსა და ტარნოვსკი გორას შორის სამომავლო ურთიერთობების ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავს.