ბელგიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.
ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლები, ქალაქ ლიუვენის მერის მოადგილეს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ, სადაც განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები გაეცნობიან ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას, ადგილობრივ მუნიციპალურ სერვისებსა და წარატებულ პრაქტიკებს.
ჯგუფის წევრებმა მოინახულეს მერიის ისტორიული შენობა, სადაც მათ ქალაქ ლიუვენის მერის მოადგილემ უმასპინძლა.