ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაციის ვიზიტი ბელგიაში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით ბელგიაში იმყოფება.
სამუშაო შეხვედრები გაიმართა ქალაქ ლიუვენის მერიაში, სადაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი, მერის მოადგილე ნათია გოლიაძე და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელი მარინა თოფურია, ლიუვენის მერის მოადგილეს შეხვდნენ.
მხარეებმა ისაუბრეს მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახებისთვის „House of the Child,“ პრევენციისა და მხარდაჭერის ქსელური ორგანიზაციათა მიერ შეთავაზებულ პროგრამებზე, დაფინანსების სისტემაზე და ბავშვიანი ოჯახების პოლიტიკის შემუშავების მექანიზმებზე. ასევე, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
ოზურგეთის დელეგაცია ასევე შეხვდა ოჯახის მხარდაჭერისა და დასაქმების, ოჯახის მხარდაჭერისა და დასაქმების პროექტი „Ruimtevaart“ (არხის გზა) თანამშრომლებს, სადაც ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მშობლებსა და ბავშვებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების სტრატეგიებზე და საერთო სივრცეებში (საზოგადო არეებში) ოჯახების ინტეგრირების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე.
სამუშაო დღის ბოლოს, დელეგაციის წარმომადგენლებს ქალაქ კორტრიკის ყოფილმა მერის მოადგილემ უმასპინძლა, სადაც სოციალურად მოწყვლადი კატეგორიის პირების დასაქმების მიზნით შექმნილ მხარდამჭერ მოდელებზე იმსჯელეს.

მსგავსი სტატიები