ოზურგეთის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილა.
2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც თავდაპირველად განისაზღვრა 34 480,0 ათ. ლარით, პირველი კვარტლის განმავლობაში განხორციელებული ერთი საბიუჯეტო ცვლილების შედეგად შეადგინა 62 957,28 თასი ლარი. ეს მაჩვენეელი გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 26 695,0 ათასი ლარით აჭარბებს.
სხდომაზევე აღინიშნა, რომ საბიუჯეტო შემოსავლების აკუმულირება და შესაბამისი ხარჯების დინამიკა ხასიათდება სტაბილურობით.
კომისიამ კენჭი უყარა დასკვნას და მიზანშეწონილად მიიჩნია ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში წარედგინოს საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მსგავსი სტატიები