ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, მერის – ავთანდილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთში იმყოფება.
სამუშაო შეხვედრები გაიმართა ქალაქ ჰელმის მუნიციპალიტეტის მერთან იაკუბ ბანაშეკთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან, სადაც ხელი მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც კულტურის, ტურიზმის, გარემოს დაცვის, საბინაო ფონდის განვითარებისა და სოციალური დაცვის საკითხებს მოიცავს.
მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
“მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას – იაკუბ ბანაშეკს მასპინძლობისთვის. გვაქვს მოტივაცია და შესაძლებლობა, რომ ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და ქალაქებს შორის მეგობრობას”- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.