ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში დღეს „ექვთიმეობის“ დღესასწაული აღინიშნა
თავდაპირველად ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ლალი სიჭინავამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ბიგვავამ და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში აღევლინა წმინდანის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი. გაიმართა მხატვრულ-ლიტერატურული საღამო და კონფერენცია, რომელიც ექვთიმე ღვთისკაცის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა. ღონისძიება რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმის – „ექვთიმეს“ ჩვენებით დასრულდა.