ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი დაზუსტდა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულო განიხილავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშს და დამტკიცებას უყრის კენჭს.
საკრებულო იმსჯელებს მერიის მიერ წარმოდგენილ 2020 წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიშზეც.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის მიღებმადე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა. საკრებულო დადგენილების დამტკიცებას უყრის კენჭს.
ქალაქ ოზურგეთის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უსახელო სკვერისთვის – „არსენ კეჭაყმაძის სახელობის სკვერი“-ს სახელის მისანიჭებლად – გარდაცვალების ვადის შეზღუდვიდან გამომდინარე გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის შესახებ – განკარგულების პროექტის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
საკრებულო მიიღებს გადაწყვეტილებას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სერვიტუტით გამოყენებაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების მისაღებად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
ბიურომ იმსჯელა და საკრებულოს დღის წესრიგში შეიტანა „ოზურგეთის მუნიციპალიტეის ტერიტორიაზე 2021 -2022 წწ -ში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე, განკარგულების პროექტი. სამართლებრივი აქტის პროექტით შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტებია წარმოდგენილი:
სოფ. ლიხაურში (ოქროს მუხურო)სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები;
სოფ. დვაბზუს ცენტრიდან შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;
სოფ. ძიმითი ნასაკირალის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები;
სოფ. ციხისფერდში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები.
ბიუროს გადაწყვეტილებით დარგობრივ კომისიას დაევალა რეგლამენტში განსახორციელებლი ცვლილებების პროექტის განხილვა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 21 აპრილს გაიმართება.