დაბა ურეკი

მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მ. ოზურგეთიდან 24 კმ. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მდინარეების სეფასა სუფსის შესართავებით, ხოლო აღმოსავლეთიდან აკრავს წვერმაღალას მთა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1953 წელს. ურეკში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის სარკინიგზო ხაზზე. გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი.

ურეკი ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა ზღვის სუბტროპიკული, იცის თბილი უთოვლო ზამთარი.

გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, ნევროზის სამკურნალოდ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია ზღვის ჰავა და სილიანი პლაჟი.

მოქმედებს რამდენიმე სასტუმრო, პანსიონატი და საოჯახო სასტუმრო სახლი.

  

მსგავსი სტატიები