დაბა ნასაკირალი

მდებარეობს მდინარეების სუფსისა და ბახვისწყლის შესართავთან.

არსებობს გადმოცემა, რომ ამ ადგილებში მოიპოვებოდა კირი. აქედან წარმოსდგა სახელწოდება ნასაკირალი. განთქმული იყო ნასაკირალის ძელქვის ტყე.

ნასაკირალის ტერიტორია დვაბზუს სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა.

1905 წელს ნასაკირალის ტყეში გაიმართა ნასაკირალის ბრძოლა, ადგილობრივი გლეხების შეტაკება კაზაკებისა და მილიციის რაზმების წინააღმდეგ. იქვე, ცხავათის მთაზე მოქმედებდა ამ 1905 წლის გამოსვლების ისტორიის მუზეუმი.

#ნასაკირალი

მსგავსი სტატიები