ასკანა

ასკანა – თემის ცენტრი ( სოფლები: მზიანი, დაბალი ეწერი)

მდებარეობს ზღვის დონიდან 173 მეტრზე. ოზურგეთიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. სოფელში არის საჯარო სკოლა, ადმინისტრაციული შენობა. ასკანაში დგას ამაღლების სახელობის ეკლესია. ჩამოედინება მდინარე გულეფა. გულეფაზე არის 11 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც ქმნის 5 მეტრი სიგანის ტბას.

სოფელში არის ბენტონიტური თიხის საბადო.

ასკანაში ყოველი წლის 30 აგვისტოს იმართება სოფლის დღესასწაული „ასკანობა“, რომელიც აღინიშნება ტრადიციული დოღით, სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეჯიბრით და ფოლკლოლური ანსამბლების კონცერტით.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი