ოზურგეთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის სოციალურ საცხოვრისებში არსებული მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს. კომისიის წევრებმა ძირითადად ყურადღება ინფრსატრუქტურის მიმართულებით გაამხავილეს და ასევე, მერიის წარმომადგენელს წინადადებით მიმართეს, ორთავე
საცხოვრისში ჩატარდეს ინვენტარიზაცია და მასალები წარედგინოს კომისიას.
კომისიის მსჯელობის საგანი გახდა, ქ.ოზურგეთში კ.მეგრელაძის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მოსახლეობის კოლექტიური განცხადება. აღინიშნა, რომ კომისიამ ადგილზე შეისწავლა მარავლბინიანი საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა, პრობლემა საჭიროებს დროულ მოგვარებას, ამიტომ შესაბამისი დასკვნა მერიას გადაეგზავნა რეაგირების მიზნით.
კომისიამ განიხილა სოფელ გურიანთის ციხისფერდის
უბნის მოსახლეობის კოლექტიური განცხადებაც, რომელიც 300
მეტრის სიგრძის რკინა-ბეტონის ცხაურიანი არხის მოწყობას ეხება, რომელიც არ არის გათვალისიწნებული გზის რეაბილიტაციის პროექტში. აღნიშნულ საკითხზეც კომისიის დაკვნა დამტკიცდა, რომელიც რეაგირების მიზნით აღმასრულებელ ორგანოს გადაეგზავნება.