ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათია გოლიაძე, საკრებულოს წევრებათან ერთად, საქველმოქმედო ასოციაცია გურიაში იმყოფებოდა.
საკრებულოს წევრებმა საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
„მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შევძლოთ გარემოს ადაპტირება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, რათა სრულად მოხდეს მათ ინტეგრირება საზოგადოებაში. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ამ საკითხებზე მუშაობაა, იმ ადამიანების ჩართულობით, რომლებსაც ყველაზე კარგად ესმით ეს პრობლემები და წლებია თავდაუზოგავად შრომობენ გარემოს გაუმჯობესებისთვის“. – აღნიშნეს საკრებულოს წევრებმა შეხვედრაზე.