ადგილობრივი თვითმმართველობის ინდქსის მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, მოწინავე მუნიციპალიტეტების ხუთეულშია.
IDFI-ის, CTC-ისა და MSDC-ის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შეფასების შედეგები წარმოადგინეს.
გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულობის გათვლისიწნებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საუკეთესო ხუთ მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა. შედეგების პრეზენტაციაზე სერტიფიკატი ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ნათია გოლიაძეს გადასცეს.
საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დანერგილ მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტებზე, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით თვითმმართველობის ორგანოებში განხორციელებულ პროექტებზე გაამხავილა ყურადღება.
ღონისძიებაზე აღინიშა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი წლებია ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას საჯარო მმართველობის კუთხით.
მსგავსი სტატიები