ახალი საინვესტიციო პროექტი ოზურგეთში – სპეციალური ავტოტექნიკის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა დაიწყო.
სოფელ მერიაში აშენდება და მუშაობას დაიწყებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სხვა სპეცდანიშნულების ავტომობილებს დააკომპლექტებს.
კომპანია „ბიელესი“ პროექტში 10 მილიონიანი ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, რაც საწყის ეტაპზე 70, საბოლოოდ კი 250 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია “ბიელესის“ დამფუძნებელი და პარტნიორები გაერთიანებულ სამეფოში სპეცავტოტექნიკის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი ბრიტანელი ბიზნესმენები არიან.
სოფელ მერიაში ქარხნის სამშენებლო სამუშაოების პროცესს ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეცნო.
„ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. ახალი საინვესტიციო პროექტები ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ კუთხით ოზურგეთის მერია აქტიურად იმუშავებს შემდეგი წლების განმავლობაში“ – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.