ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, პირველ მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, მერიაში მოქალაქეებს შეხვდა.
ადგილობრივებმა, მერს თავიანთი პრობლემები გააცნეს და მათ მოგვარებაში დახმარება სთხოვეს.
„თანამოქალაქეებთან შეხვედრა ჩვენი სამუშაოს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია. ხშირად, ეს არის უმოკლესი გზა იმ პრობლემების და საჭიროებების მოსაგვარებლად, რომელიც ადამიანებს აწუხებთ.“ – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
მოქალაქეებს გაეწიათ კონსულტაციები და რეკომენდაციები; შუამდგომლობები რეაგირებისთვის შესაბამის სამსახურებს გადაეგზავნება.