ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხზე იმსჯელეს.
კომისიის თავმჯდომარემ, ქეთევან ხომერიკმა ისაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე. მისივე განმარტებით მნიშვნელოვანია რეგლამნტი სრულად პასუხობდეს ორგანულ კანონს და ეს ცვლილებებიც, სწორედ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა.
კომისიის წევრები გაეცნენ მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ა(ა).ი.პ-ების მიერ გაწეული მუშაობის აუდიტორული ანგარიშს და ინფორმაცია ცნობად მიიღეს.
ქეთევენ ხომერიკმა ,ასევე, კოლეგებს საქართველოს პარლამენტთან არსებული
გენდერული საბჭოს წერილი გააცნო და აღნიშნა, რომ მათთან კოორდინრიებული და აქტიური მუშაობით, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო მნიშვნელოვან როლს შეიტანს გენდერული საკითხების შემუშავებაში.
#ოზურგეთი2022